საგარეო ვაჭრობა

იანვარ-მარტში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა

Getty Images

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2 807.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.

ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა 826 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.7%-ით შემცირდა და 1 981.1 მილიონამდე. სავაჭრო დეფიციტი 1 155.1 მლნ აშშ დოლარით სავაჭრო ბრუნვის 41.1% იყო.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და შეიძლება შეიცვალოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო ვრცელ ინფორმაციას 19 აპრილს გამოაქვეყნებს.

 

კომენტარები