ანსამბლი გორდა

17 წევრიდან მხოლოდ 5 არასრულწლოვანი - ანსამბლი გორდა ისრაელში არ შეუშვეს

0 კომენტარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანსამბლი "გორდა" 14 აპრილს ისრაელში არ შეუშვეს. 

მიზეზი ის გახდა, რომ მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდიყო არასრულწლოვანი, სხვების ასაკი კი 25 წელს აღემატებოდა. 

"​ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო, მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე. თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 სთ-ზე. საქართველოს კონსული გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად. ასევე კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და თხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები