ჩოგბურთი

ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში გამართული ობიდოსის ITF-ის ტურნირი მოიგო. 21 წლის ქართველი ფინალში ესპანელ ნურია პარისას დიასს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ფინალამდე ქართელმა 1/32 ფინალში ემილი ვებლი-სმითი (6:3, 6:1), მერვედფინალში – ლატვიელი დანიელი ვისმანე (6:3, 6:0), მეოთხედფინალში – ესპანელი კრისტინა ბუსკა (6:3, 6:1), ხოლო ნახევარფინალში – თანამემამულე სოფიო შაფათავა (6:2, 6:2) დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძის კარიერაში ეს მეოთხე ტიტულია. 

კომენტარები