საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361.2 ლარია

0 კომენტარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას 2019 წლის მარტის თვეში საარსებო მინიმუმზე.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის კი 321 ლარი.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 427-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები