ნასვამი მძღოლი

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაბა ჩაქვში ფეხით მოსიარულე 12 წლის მოზარდი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მძღოლი ადგილზე დააკავეს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს

კომენტარები