პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა.
ვიდეო facebook-ზე გავრცელდა.
ისტორიულ ტაძარში ცეცხლი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. bbc-ის ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
პარიზის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ. ახლო მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი.
"ემოციებში ვარ. ძალიან სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის შენი ნაწილი"- წერს ემანუელ მაკრონი twitter-ზე.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. LIVE ვიდეოს სანახავად გადადით აქ.