პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს

0 კომენტარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი კონსტრუქცია სრულ განადგურებას გადაურჩა. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უკვე რამდენიმე საათია იწვის.

მანამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეიძლება ტაძრის გადარჩენა ვერ მოხერხდეს. 

ხელისუფლების თქმით, სახანძრო ვერტმფრენებს არ გამოიყენებენ, რადგან წყლის მასით შესაძლოა ის კონსტრუქციები განადგურდეს, რომლის გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ არის. 

ტაძრის სამრეკლო მთლიანად ჩამოიშალა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირებენ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები