პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ფრანგმა მილიარდერმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გაიღო

0 კომენტარი
ფოტო: bteam/ The Times of Israel

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ჰენრი პინომ მალევე განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა.

“მამამ და მე გადავწყვიტეთ, რომ არტემის ფონდიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ და მონაწილეობა მივიღოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრულ რეკონსტრუქციაში,” - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფრანსუა ჰენრი პინო Kering ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. Kering ჯგუფი ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის Gucci, Yves Saint Laurent, Balenciaga და Alexander McQueen.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები