ტაილანდში, ზღვის ნაპირიდან 220 კილომეტრის მოშორებით მცურავი ძაღლი ხალხმა სიკვდილს გადაარჩინა.
ნავთობის მოსაპოვებლად გამოსულმა ხალხმა წყალში მცურავი ყავისფერი ძაღლი შენიშნეს და სასწრაფოდ, გემზე აიყვანეს. სავარაუდოდ, ძაღლი ზღვაში სათევზაო გემიდან მოხვდა.
ხალხმა მას Boonrod დაარქვა, რაც ტაილანდურად გადარჩენილს ჰქვია.
წყლიდან ამოყვანის შემდეგ ძაღლს წყუროდა, შიოდა და ეძინებოდა. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო.
გემზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანის თქმით, ის ნაპირამდე მიღწევის შემდეგ ძაღლის სახლში წაყვანას აპირებს, თუ მანამდე მისი პატრონი არ გამოჩნდა.