შსს

"ჩათლახბარათი" - გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო, გამოკითხავენ კომპანიის მფლობელებს

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანიაში "სლავური მასაჟი" ტრეფიკინგის ფაქტს იძიებს. უწყებამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის კუთხით.

ამ ინფორმაციას წინ უძღოდა კომპანიის ფეისბუქ გვერდის სექსისტური რეკლამები. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში მათი სარეკლამო ბანერიც გამოჩნდა, სახელწოდებით "ჩათლახბარათი".

​კომპანიის გვერდი კი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

ამასთან, კომპანიის ფეისბუქ გვერდი აქტიურად იყენებს სექსისტურ ენას სხვა პოსტებზეც, ქალი გამოჰყავს სექსუალურ ობიექტად. პირდაპირ არსად წერია, რომ ისინი მოქალაქეებს სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობენ, თუმცა რეკლამების ნაწილიდან მსგავსი შთაბეჭდილება რჩება.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.

კომენტარები