პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ვიდეო თამაში და 3D ლაზერული რუკა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: Ubisoft

Ubisoft-ის ვიდეო თამაშმა Assassin’s Creed: Unity და ხელოვნების ისტორიკოსის ენდრიუ ტალინის 3D ლაზერული რუკის ჩანაწერმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში.

Ubisoft-ის თამაშში მოქმედება 1789 წლის პარიზში ვითარდება, სადაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ციფრული ვერსია თითქმის სრული სიზუსტით არის აღბეჭდილი.

ვიდეოთამაშში მოთამაშეს შეუძლია ტაძარში და მის გარეთ ნებისმიერ ადგილას ავიდეს ან აცოცდეს, ამრიგად, თამაშში ტაძარის ყველა დეტალი აღწერილია.

თამაშის ერთ-ერთმა შემქმნელმა კაროლინ მისუმ თქვა, რომ მის შექმნას და ტაძრის ყველა დეტალის აღწერას წლები დასჭირდა. თამაშში ტაძრის ციფრული ვერსიის შესაქმნელად პროფესიონალების დახმარებით მისი არაერთი ფოტო დაამუშავეს.

17 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად Ubisoft-მა 500 000 ევრო გაიღო და მის უკეთ შესასწავლად მომხმარებლებს თამაში ერთი კვირით უფასოდ შესთავაზა. Assassin’s Creed: Unity-ს ჩასაწერად იხილეთ აღნიშნული ლინკი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ასევე მნიშვნელოვანი იქნება მისი 3D ლაზერული რუკა, რომელიც ხელოვნების ისტორიკოსმა ენდრიუ ტალონმა შექმნა.  

ტალინის მიერ შექმნილი ტაძრის ლაზერული სკანი შეგიძლიათ National Geographic-ის 2015 წელს გადაღებულ სიუჟეტში იხილოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები