საპატრიარქო

საპატრიარქოში მედიაში ეკლესიის მიმართ კრიტიკული განცხადებების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა

0 კომენტარი
ფოტო: ipress

საპატრიარქო აპირებს მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკული განცხადებების შესწავლას და ამისთვის უკვე შეიქმნა კიდეც სამუშაო ჯგუფი. 

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

"როგორც ასეთი, კომისია არ შექმნილა საპატრიარქოში. ჩვენ გვეგმავდით სამუშაო ჯგუფის შექმნას და ეს ჯგუფი შევქმენით. სამუშაო ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის, შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებული. ვაპირებთ ანალიზი გავუკეთოთ საერთაშორისო გამოცდილებას, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან არ მოდიოდეს ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა,"- ამბობს ანდრია ჯაღმაიძე პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კითხვაზე, მიმართავენ თუ არა პარლამენტს, დეკანოზი პასუხობს:

"თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები