ქურდობა

ბინიდან მობილურის მოპარვისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1986 წელს დაბადებული შ.ბ. თბილისში აიყვანეს. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ერთერთი მოქალაქის ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები