სახელმწიფო ვალი

ბიუჯეტის აუდიტი: 2018 წელს სახელმწიფოს საშინაო ვალი 11%-ით გაიზადა, საგარეო 8%-ით

Reuters

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი 2018 წლის სახელმწიფო ვალის მონაცემებს აჯამებს. 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფოს საშინაო ვალი, ანუ ეროვნულ ვალუტაში აღებული ვალდებულებები 11%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს. საგარეო ვალი, ანუ უცხოურ ვალუტებში დენომინირებული ვალდებულებები, 8%-ითაა გაზრდილი და 19 მილიარდ 980 მილიონ ლარზე მეტია.

ამ მონაცემებით, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 44.5%-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს მიღებული ეკონომიკური სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის სამიზნე ნიშნული 40%-ზე ნაკლებია. ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით, სახელმწიფოს ვალმა არ უნდა გადააჭარბოს მშპ-ს 60%-ს.

რაც შეეხება ვალის დაფარვას, გასულ წელს, აუდიტის მიხედვით, საგარეო ვალის დაფარვაზე 984 მლნ ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალზე კი 1,496 მლნ ლარი.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%

2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%

2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%

2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%

2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%

2018 - 18.5 მილიარდი ლარი, მშპ-ს 44.5%

2019 - 19.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.5%

კომენტარები