საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს. ტურნირის მეორე მატჩში, ქართველები მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 3:2 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა ალექსანდრე ვასილიჩენკომ.

B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, მთავარია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეს. ამჟამად, საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები