მუშის დაღუპვა

მარტვილის სოფელ სალხინოში 46 წლის კაცი ქვის საამქროში მუშაობის დროს დაიღუპა

bpn.ge

მარტვილის სოფელ სალხინოში 46 წლის კაცი ქვის საამქროში, მუშაობის დროს დაიღუპა. 

მურთაზ კეკუტია, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა.

შემთხვევა 22 აპრილს, საღამოს მოხდა. როგორც რადიო ათინათს სალხინოში მერის წარმომადგენელმა, გია ჯიჯელევამ უთხრა, საამქრო ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ იყო და კეკუტია მოწყობილობას ამოწმებდა. 

"საამქროს მეპატრონე გარდაცვლილის ბიძაშვილია. ის ჯერ არ იყო გახსნილი. მე როგორც ვიცი, იქ რაღაცას ამოწმებდნენ, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტს არავინ შესწრებია, როცა ნახეს, უკვე გარდაცვლილი იყო. რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის - იქ ჩავარდა თუ, გულმა უმტყუნა“, - ამბობს ჯიჯელავა რადიო ათინათთან

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები