კახა კალაძე

კალაძე ჟურნალისტს: დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებულები

კახა კალაძე
ტვ იმედი

დღეს ორიანი დაგიწერეთ - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ. პირველის ჟურნალისტს, ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე. 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა დაკავების დროს კალაძის სახელი ახსენა და პოლიციელებს მოუწოდა მერისთვის დაერეკათ. 

აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რა ურთიერთობა აკავშირებს მსახიობთან. თუმცა, მერმა თქვა, რომ ჟურნალისტი მოუმზადებელია.

"დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებულები. კარგად მოემზადეთ და მერე დამისვით კითხვა",- თქვა კალაძემ. 

მსახიობის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასგულისხმობს.

კომენტარები