პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს წყალგაუმტარი ქსოვილი გადააფარეს, პარიზში წვიმაა მოსალოდნელი

პარიზში მოსალოდნელი წვიმიანი ამინდების გამო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი წყალგაუმტარი ქსოვილი გადააფარეს. შენობაზე პროფესიონალი ალპინისტები მუშაობდნენ. ძლიერი ხანძრის შემდეგ, გადაუღებელმა წვიმამ შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს ტაძარი, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი დროებით დაფარვა.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

 

კომენტარები