ერთ დღეს, კანადელმა რობერტ ბიზუმ გადაწყვიტა რომ გამოყენებული პლასტმასის ბოთლებისთბის რაიმე დანიშნულება უნდა მიეცა და მათი საშუალებით სახლების აშენება დაიწყო.
რობერტ ბიზუ საცხოვრებლად პანამაში, ბოკას დელ ტოროში გადავიდა და პლასტმასის ბოთლების სახლების სოფლის აშენება დაიწყო. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ შეემცირებინა პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი და მათთვის ახალი გამოყენება ეპოვნა.
”მინდა სამყაროს დავანახო, რომ პლასტმასის ბოთლების გამოყენება ბევრ რამეში შეგვიძლია”, - თქვა მან.
ბიზუს თავისი საიტიც აქვს, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაახლოებით 19 000 დოლარად მიწა შეიძინოს, რომელზეც მას პლასტმასის ბოთლების სახლს აუშენებენ.