მედიცინა

არაბი ქალი 27 წლიანი კომიდან გამოვიდა

0 კომენტარი

არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე მუნირა აბდულა 27 წლიანი კომიდან გამოვიდა.

1991 წელს, როდესაც მუნირასა და მის სიძეს მუნირას ოთხი წლის ვაჟიშვილი ომარი სკოლიდან გამოჰყავდა, მანქანა სკოლის ავტობუსს შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან სერიოზული ტვინის დაზიანება მიიღო. მუნირა ამ დროს 32 წლის იყო და ექიმების ინფორმაციით, მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო.

"მე არასდროს დავნებებულვარ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღეს ის თვალებს გაახელდა... ავარიის დღეს, მე და დედაჩემი მანქანის უკანა სავარძელში ვისხედით, შეჯახებისას ის მე ჩამეხუტა. მაშინ მობილურები არ იყო და მის დასახმარებლად საათობით ვერავის დავუკავშირდით," - აღნიშნა მუნირას შვილმა ომარმა.

ექიმების დიაგნოზით, მას მინიმალური ცნობიერება ჰქონდა შენარჩუნებული. ის თავდაპირველად ლონდონის საავადმყოფოში ჰყავდათ, შემდეგ მან არაერთი საავადმყოფო გამოიცვალა.

2017 წლის აპრილში აბუ დაბის პრინცმა შეიხ მუჰამედმა ომარისა და მისი დედის ისტორია გაიგო და მათი დახმარება გადაწყვიტა. შეიხმა გერმანიაში მუნირას მკურნალობა დააფინანსა, სადაც არაერთი ოპერაციის შემდეგ ის 27 წლიანი კომიდან გამოვიდა.

2018 წლის ზაფხულში ის ალაპარაკდა, მუნირა მისი შვილისა და ახლობლების სახელებს ახსენებდა. ამჟამად ის სხვადასხვა კითხვებს პასუხობს და ყურანის მონაკვეთების ციტირებაც შეუძლია.

მუნირა აბუ დაბიში აგრძელებს მკურნალობას. ომარის თქმით, მათი ისტორიის გაზიარების მიზეზი იყო ის, რომ სხვებს იმედი არ დაეკარგათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები