ჯეიმს ბონდი

რემი მალეკი ჯეიმს ბონდის ფილმში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს

BBC.com

ოსკაროსანი მსახიობი, რემი მალეკი, ჯეიმს ბონდის შემდეგ ფილმში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს - ამის შესახებ ფილმის პროდიუსერმა განაცხადა.

თავად რემი მალეკს ფილმის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა მან ვიდეო ჩაწერა, სადაც ეს ინფორმაცია დაადასტურა.

"მე ახლა ნიუ-იორკში ვარ, თუმცა მალე შევუერთდები მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ ეს მისტერ ბონდისთვის მარტივი 25-ე გასეირნება არ იქნება", - თქვა რემი მალეკმა.

რემი მალეკი ჯეიმს ბონდის 25-ე საიუბილეო ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მასთან ერთად, მეხუთედ და საბოლოოდ ჯეიმს ბონდის როლს დენიელ ქრეიგი შეასრულებს.

25-ე ჯეიმს ბონდის გადაღებები უმთავრესად იამაკაში იქნება, ამის გარდა ფილმს გადაიღებენ ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში და იტალიაში.

ფილმის გამოსვლის თარიღი 2020 წლის 8 აპრილია.

კომენტარები