ტყის ხანძრები

ხაშურში 2 ჰექტარამდე ფართობზე არსებული ხეები და ბალახები დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხაშურში, სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით, 2 ჰა-მდე ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ხეები.

უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

კომენტარები