აშშ-საქართველოს ურთიერთობა

სამადაშვილი აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციებზე: ხელისუფლების ქმედებების სამწუხარო შედეგია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. 

"ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა TBC-ისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ, თუ არ მიიღებენ, მისი არსებობა უკვე თავისთავად, შეიძლება, ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,"- ამბობს სამადაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას. 

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს. 

ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებები არღვევს ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

სანქციები აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვაც. 

კანონპროექტი კონგრესში 28 თებერვალს დარეგისტრირდა, თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა კომიტეტში გადამისამართდა, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო და მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში.

კომენტარები