რიჩარდ ლუგარი

87 წლის ასაკში სენატორი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

BBC

რიჩარდ ლუგარი, ინდიანას შტატის რესპუბლიკელი სენატორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მის მიერ დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციის, ლუგარის ცენტრის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული ანთებითი დემიელინიზაციული (ნერვული ბოჭკოების მიელინის შრეების დანგრევა) პოლინეიროპათია გახდა, დაავადება, რომელიც ნერვებს აზიანებს. 

რიჩარდ ლუგარი სენატში 1977 წლიდან 2013 წლამდე მსახურობდა, ვიდრე არჩევნებში ჩაის პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არ დაამარცხა. 

სენატორი ცნობილი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ავტორიტეტული მოღვაწეობით გახდა. 

ლუგარი ინდიანაპოლისის მერად 35 წლის ასაკში, 1967 წელს აირჩეს, სადაც მან 2 ვადა იმსახურა, მანამ, სანამ 1976 წლის არჩევნებზე სენატორი არ გახდა. 

ორჯერ იყო სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - 1985-1987 და 2003-2007 წლებში, იყო სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის და ბირთვული იარაღის მოწინააღმდეგე. 

მან შექმნა კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ცივი ომის დასრულების შემდეგ დაიშალა და განადგურდა ბირთვული იარაღი. ასევე, შექმნა ეროვნული საფრთხის შემცირების პროგრამა და ნან-ლუგარის აქტი.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას 2013 წელს თავისუფლების მეადლიც გადასცა. 

რიჩარდ ლუგარი 2006 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. მაშინ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოინახულა. 

სწორედ ლუგარის ფონდის დახმარებით, საქართველოში, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანაში ლაბორატორიები შეიქმნა და აღიჭურვა.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორია: 

  • შეისწავლის ბაქტერიებს საქართველოში ;
  • ამზადებს სპეციალისტებს;
  • აქვთ უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არა მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები - კვლევითი საქმიანობისთვის;
  • არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი;
  • გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს;

კომენტარები