სტიქია ინდონეზიაში

ინდონეზიაში წყალდიდობას და მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Qaynarinfo

ინდონეზიაში წყალდიდობას და მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

euronews-ის ინფორმაციით, 13 ადამიანზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. 

სტიქიის ზონიდან დაახლოებით 12 000 ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ბენკულეს პროვინცია დააზარალა. დანგრეულია ათობით ხიდი და დაზიანდა გზები. რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები