ნეიმარისა და მბაპეს საქმე

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავებს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციები ემუქრებათ

"პარი სენ-ჟერმენის" ლიდერებს - ნეიმარსა და კილიან მბაპეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციები ემუქრებათ. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია პსჟ-ს ფეხბურთელების საქმეს ოთხშაბათს განიხილავს.

საფრანგეთის თასის ფინალში, რენის წინააღმდეგ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო, მბაპეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

დისციპლინარული კომიტეტი ნეიმარის საქმესაც განიხილავს. რენთან მარცხის შემდეგ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ნეიმარს შეურაცხყოფა მიაყენა, ბრაზილიელი კი მეტოქის ქომაგს ფიზიკურად შეეხო, რის გამოც მას სამიდან რვა მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

კომენტარები