ლილიან მორი პასკიე: ევროსაბჭო აღიარებს საქართველოს მიერ ბოლო 20 წელში გაწეულ ძალისხმევას

პარლამენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის​, ლილიან მორი პასკიეს თქმით, ევროსაბჭო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გასწია და უამრავი დაბრკოლება გადალახა. 

ამის შესახებ პასკიემ საქართველოს პარლამენტში ისაუბრა, სადაც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

მან თქვა: 

"20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო არაჩვეულებრივი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებისთვის თქვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი ბიძგი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის საკონსტიტუციო რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ბრძოლა კორუფციის წინააღმდე და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სფეროები და მიმართულებები. ეს რეფორმები არის ქართული ინსტიტუტებისა და ექსპერტების და ევროსაბჭოს წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. 

მე ვამაყობ, რომ ევროსაბჭოს ინსტიტუტები, როგორიც არის ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და სხვა. ჩვენი ასამბლეა ასოცირებულია ყველა ამ რეფორმასთან, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების და ცოდნის აკუმულირება სწორედ ჩვენი წევრი ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. 

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ისარგებლებს ევროსაბჭოს გამოცდილებით და ცოდნით, გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციებს. თავის მხრივ, ევროსაბჭო მიიღებს გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს მაგალითზე. ვფიქრობ, რომ საქართველო დაფუძნებული იქნება ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს.  

როცა ვსაუბრობთ წევრობის 20 წლის თავზე, მინდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს უწყებებს და ყველა მონაწილე პოლიტიკურ მხარეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც მაიღწიეთ

ჩვენ ვაღიარებთ იმ დიდ მცდელობას, რომელიც თქვენ გასწიეთ. საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე არაერთი დაბრკოლება გადალახა. მე ვფიქრობ, ევროსაბჭოსთან ერთად საქართველო გადალახავს დარჩენილ გამოწვევებს და გააგრძელებს თავის გზას პროგრესისკენ. საქართველოს დახმარებით და ძალისხმევით ჩვენც შევძლებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე დგას". 

კომენტარები