კრიმინალი

საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ასევე, დაჭრა ცოლი

flickr

საგარეჯოში 85 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლი.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესულ მეზობელ დედა-შვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს" - აღნიშნავს შსს.

კომენტარები