მალხაზ მაჩალიკაშვილი

სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარა. სუს-ი დეტალებზე არ საუბრობს, თუ რა კითხვები აქვს უწყებას, ეს არც მაჩალიკაშვილმა იცის. ის უწყებაში საკუთარი ნებით მისვლას არ აპირებს:

„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ასევე მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. აზრზე არ ვარ [რა საქმეზე დამიბარეს], რას უნდა ვუკავშირებდე - ეს უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს, ათი საათის განმავლობაში მკითხავდნენ. მეხუთე დაკითხვის დროს განვაცხადე, რომ ამის მერე მე არ გამოვცხადდები მოდულში, იმიტომ რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები, არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის კაცობა, აგრე ვარ, ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ“ - ამბობს ის კურიერთან სატელეფონო საუბარში.

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურში გამოკითხვაზე პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამა უკვე რამდენმჯერმე იმყოფებოდა. მას კითხვებს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე, ასევე სუს-ის შესახებ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებებზე უსვამდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები