ღაზას სექტორი

ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საჰაერო იერიშით უპასუხა

0 კომენტარი
ისრაელის საჰაერო იერიში ღაზაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაგრძელდება მასობრივი საჰაერო იერიში ღაზას სექტორში ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც პალესტინის სანაპირო ანკლავის სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით 600-მდე რაკეტა ისროლეს. 

დღეს დილით კაბინეტის ყოველკვირეულ შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ "ჰამასი პასუხისმგებელია არა მხოლოდ თავიანთ იერიშზე, არამედ ისლამური ჯიჰადის ქმედებებზეც და ეს ძვირად დაუჯდება." ამ დრომდე ისრაელმა თავდასხმას ღაზას გასწვრივ 250 სამიზნეზე  საჰაერო იერიშით უპასუხა. მოკვდა სამი ისრაელის მოქალაქე, ოთხი პალესტინელი სამხედრო და ორი პალესტინელი მოქალაქე.  გარდაიცვალა 58 წლის კაცი, როდესაც რაკეტა მის სახლს დაეცა. ეს ისრაელის პირველი მოქალაქეა 2014 წლის ომის დასრულების შემდეგ, რომელიც რაკეტამ მოკლა. ღამის განმავლობაში მოკვდა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის ორი ტერორისტი. 

გაერო ამბობს, რომ ის მუშაობს ეგვიპტესთნ ერთად, რომ აღადგინოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამბობს, რომ ორივე მხარე რისკს წინაშე აყენებს ღაზას სექტორში ადამიანების ტანჯვის დასრულების მცდელობებს.

ესკალაცია შაბათ დილით დაიწყო, როცა ისრაელს ერთი საათის განმავლობაში 50-მდე რაკეტა ესროლეს. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, საჰაერო იერიშიგან დამცავმა სისტემამ "რკინის გუმბათმა" შეაკავა ათობით რაკეტა, რომელიც მათკენ მოემართებოდა. 

რაკეტების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა იერიში მიიტანეს 200-მდე სამხედრო სამიზნეზე ღაზაში, გვირაბის, რაკეტების გამშვები პუნქტების და სხვა სამხედრო შენაერთების ჩათვლით, რომელსაც ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობა იყენებს. სამხედროებმა ასევე დაარტყეს მეჩეთს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, რომელიც მათი თქმით პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის საკონტროლო ცენტრი იყო. 

თურქეთმა დაგმო იერიში შენობაზე, სადაც თურქეთის სახელმწიფოს მიერ მართული ახალი ამბების სააგენტო Anadolu Agency იყო განთავსებული, რომელიც ისრაელის თანახმად ჰამასის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო გამოყენებული.

თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა თქვა: "ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრესის თავისუფლებას იცავენ,  თურქეთში აშშ-ს საელჩოს ჩათვლით, რომ დაგმონ ისრაელის ხელისუფლება." 

ეს პირველი სერიოზული ესკალაციაა ღაზას და ისრაელს შორის ერთი თვის წინ ისრაელის არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნების პერიოდში ეგვიპტემ შეძლო შუამავლის როლის შესრულება ისრაელსა და ჰამასს შორის და დაიდო შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა ზომებს, რომლებიც შეამსუბუქებდა აკრძალვებს, რომლებიც ღაზის 2 მილიონიან მოსახლეობას აქვს დაკისრებული.

ჰამასის ბოლო განცხადებების თანახმად, ისინი უკმაყოფილოები არიან, რომ ისრაელმა დანაპირები არ შეასრულა, მათ შორის არ დაუშვა ყატარიდან მილიონობით დოლარის ტრანსფერი დამატებითი დაფინანსებისთვის.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები