უამინდობა კახეთში

უამინდობა კახეთში - დაიტბორა სოფლები და გადაიკეტა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა

კახეთში უამინდობამ რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა სოფლების შიდა გზები. მდინარე ალაზანის ადიდების გამო, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. ლაგოდეხში სპეციალური სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს.

ამ ეტაპზე კახეთში აღარ წვიმს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

კომენტარები