Game of Thrones-ის მაყურებლებმა გამთენიისას გამოსულ მერვე სეზონის მეოთხე სერიაში უჩვეულო რამ შენიშნეს.
სცენაში, სადაც ვინტერფელში მყოფი ადამიანები თეთრ მოსიარულეებთან გამარჯვებას აღნიშნავენ, დენერისს ტარგარიენის წინ მაგიდაზე ყავა დევს, რომელიც სტარბაქსის შეფუთვაშია.
თავიდან სტარბაქსის ყავა მაყურებლების ფოტოშოფით გაკეთებული ეგონათ, თუმცა სცენის რამდენჯერმე ყურების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ყავა იქ მართლაც დგას.
Game of Thrones-ის შემდეგი სერია 12 მაისს გამოვა.