სამთავრობო ცვლილებები

"რაც მთავრობაში ვარ, იმის მერე მესმის მსგავსი ჭორები," - ბახტაძე გახარიას პრემიერად დანიშვნაზე

facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"რაც მე მთავრობაში ვარ, იმის მერე მესმის მსგავსი ჭორები, და მე სერიოზულ კომნეტარს ასეთ საკითხებზე ვერ გავაკეთებ," - პრემიერმინისტრი ჟურნალისტების კითხვას პასუხობს იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა.

"მე არაერთხელ განვაცხადე, თუ რითი ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც მთავრობის ესა თუ ის წევრი იცვლება. ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ გვაქვს წარდგენილი ერთიანი სამთავრობო გეგმა და ამ გეგმას სჭირდება შესრულება და კონკრეტული შედეგების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე. ამოცანები არის საკმაოდ რთული. ეს მოითხოვს ძალიან მაღალი ხარისხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილება დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ. ამ ეტაპზე მე გიდასტურებთ, რომ აქ მსგავსი არაფერი იგეგმება," - ამბობს პრემიერი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პრემიერმინისტრი შეიცვალოს და მამუკა ბახტაძის ადგილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს.

კომენტარები