facebook

Facebook-ის თანადამფუძნებლის აზრით, დროა Facebook-ი დაიშალოს

0 კომენტარი

Facebook-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, რომელმაც მარკ ცუკერბერგთან ერთად 15 წლის წინ გიგანტური სოციალური პლატფორმ შექნა, New-York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა, რომ დროა Facebook-ი დაიშალოს. 

კრის ჰუიზის შეფასებით სოციალურმა პლატფოფრმამ ძალიან დიდი ძალა შეიძინა, სწორედ ამ მიზეზის გამო ჰიუზი თვლის, რომ facebook-ის დაშლისა და დასარეგულირებლად სწორი დროა.

ჰუიზმა მარკ ცუკერბერგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკი ზედმეტად დიდ, უპრეცედენტო ძალაუფლებას ფლობს.

ჰიუზის შეფასებით, მონოპოლიური კონტროლი, რომელიც Facebook-ს სოციალურ ქსელებზე აქვს, ხელს უშლის და აზიანებს ინოვაციებს; - "2011 წლის შემდგომ, არ შექმნილა მსხვილი სოციალური ქსელი, რადგან ყველა სიახლეს, რითაც ახალი პლატფორმები ხალხში ინტერესს იწვევს, Facebook-ი აკოპირებს" - წერს კრის ჰუიზი.

მისი აზრით, რეგულატორებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ Instagram-ი და Whatsapp-ი Facebook-ს გამოეყოს და კვლავ დამოუკიდებელი კომპანიები გახდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები