შსს

მტკვარში წყალი აჩქარდება, შსს ხალხს მცურავი საშუალებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მდინარეზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან.

​ამის მიზეზი ორთაჭალჰესის დროებითი გაჩერებაა, რაც მტკვარში წყლის აჩქარებას გამოიწვევს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ამ პერიოდში ქვეყნის ენერგომომარაგებას საფრთხე არ შეექმნება.

"მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ დაიწყო ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი, მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება. მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში. ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო გამოიწვევს მტკვარში წყლის აჩქარებას", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კომენტარები