Weber Technologies

ელექტრომობილების დამტენები საქართველოდან - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების კომპანია

0 კომენტარი
ფოტო: Weber Technologies

აგრარული უნივრისტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის 4-მა სტუდენტმა, პირველი ქართული კომპანია "Weber Technologies" დაარსა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს საქართველოში დაპროექტებულ ჭკვიან და მაღალტექნოლოგიურ დამტენებს ელექტრომობილებისათვის.

სტუდენტების თქმით, დაწყებული სტარტაპის მთავარი მიზანი ელექტრომობილების პოპულარიზაცია, შესაბამისად ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში წვლილის შეტანა და ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირებაა.

კომპანია სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ამჟამად მომხმარებელს სთავაზობს სამი ძირითადი ტიპის დამტენს - W1, რომელიც მსუბუქი, პორტატულია და სტუდენტების თქმით "ელექტრომობილის ყველა მფლობელს უნდა ჰქონდეს მანაქანაში", W2, რომელიც განკუთვნილია გარაჟების, მიწისქვეშა პარკინგებისა და ეზოებისათვის და W3, რომელიც წარმოადგენს დამტენ სადგურს და უნდა დამონტაჟდეს ქალაქში, გზებზე ან ისეთ ადგილებში, სადაც დღის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს დატენვის სერვისით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები