ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული

წილხვდომილობის დღესასწაულის ფარგლებში 200 000 ხატი და 200 000 ბროშურა დაიბეჭდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის აღმნიშვნელ 200 000 ხატს და 200 000 ბროშურას დაბეჭდავს. აქედან 50-50 000-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს -  ხატები და ბროშურები საკონსულოებმა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ემიგრანტებს უნდა დაურიგონ.

დარჩენილ 150 000 ხატს და 150 000 ბროშურას სამინისტრო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დაარიგებს.

მთავრობის მოწონებული გეგმის მიხედვით, ხატებისა და ბროშურების დასაბეჭდად და დასარიგებლად 125 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს, დაჩქარებული წესით გამოაცხადა. საზეიმო ღონისძიებებისთვუს ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები