არბალეტით მკვლელობა

გერმანიაში 5 ადამიანი არბალეტით მოკლეს

გერმანიის პოლიცია სამი ადამიანის მკვლელობას იძიებდა, რა დროსაც მათ კიდევ 2 ცხედარი აღმოაჩინეს. ხუთივე არბალეტითაა მოკლული. ამის შესახებ BBC წერს. 

ორი ქალის და ერთი კაცის ცხედარი ბავარიის ქალაქ პასაუსის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. მათი ცხედრები 11 მაისს აღმოაჩინეს. 

53 წლის კაცი და 33 წლის ქალი საწოლში ხოლო 30 წლის ქალი იატაკზე იწვა როდესაც მათი გვამები აღმოაჩინეს. პოლიციამ იმავე დღეს ორი არბალეტი აღმოაჩინა, ხოლო 13 მაისს ჩანთაში კიდევ ერთი არბალეტი იპოვეს, რომელიც არავის გამოუყენებია. 

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა სასტუმროდან 650 კმ დაშორებით, ვიტინგენში ორი ქალის ცხედარიც იპოვეს, რომლებიც ასევე არბალეტით იყვნენ მოკლულები. ერთ-ერთი მსხვერპლი სასტუმროში ნაპოვნი ქალის და იყო. მეზობლების თქმით, პოლიცია უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს

მიმდინარეობს გამოძიება. ყველა გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა. 

გერმანიაში არბალეტის ყიდვა 18 წლიდან ნებადართულია. 

კომენტარები