თავდასხმა ზუგდიდში

შსს: ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

შსს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგი გამართა. დიასამიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

"ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძებნის ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი. აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აქვე დავამატებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს - დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ  ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და  კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება  გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს,“ - თქვა ნიკოლოზ დიასამიძემ.

როგორც დღეს შსს-ში თქვეს გამოძიება დაწყებულია ზუგდიდში მომხდარ კიდევ ერთ ფაქტთან დაკავშირებით. 

"გამოძიება დაწყებულია კიდევ ერთ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის, მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთერთი  მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ  სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.  აღნიშნულ ფაქტზე  გამოძიება დაწყებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე  მუხლით," - თქვა დისამიძემ. 

დღეს ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ენმ-ის ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს თავდამსხმელები ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მათი მხრიდან პროვოკაციები იყო ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები