კანის ფესტივალი 2019

კანის ფესტივალი 2019: 9 ფილმი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

0 კომენტარი

14 მაისს კანის 72-ე ფესტივალი იწყება. ის 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებსაც ფესტივალზე საკონკურსო პროგრამის ფარგლებში აჩვენებენ და რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ.

The Dead Don't Die

ფესტივალს ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის კომედია გახსნის.

მთავარი მოქმედი პირი ორი პოლიციელია, რომელთა როლს ბილ მარი და ადამ დრაივერი ასრულებენ. ისინი აღმოაჩენენ, რომ სასადილოში მომხდარი შემთხვევა არა ცხოველის, არამედ ზომბის მიერაა ჩადენილი. მოვლენები კი ძალიან სასაცილოდ ვითარდება.

ეს არის ფესტივალის 21 საკონკურსო ფილმიდან ერთ-ერთი, რომელიც ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებს და მას ერთდროულად საფრანგეთის 400 კინოთეატრში აჩვენებენ.

პატარა ჯო / Little Joe

Little Joe მძიმე ამბავს ეხება გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარის შესახებ, რომელიც ცოცხალ არსებებში უცნაურ ცვლილებებს იწვევს. 

ფილმში ემილი ბიჩამი და ბენ ვიშოუ მონაწილეობენ. ის BBC-ის და BFI-ის მხარდაჭერით გადაღებული ფილმია.

Little joe-ს რეჟისორი ავსტრიელი ჯესილა ჰოსნერია, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 რეჟისორი ქალიდან, რომელმაც მიმდინარე წელს უმაღლესი ჯილდოს მიღების კანდიდატია. ოქროს პალმის რტოს მიღებისთვის ასევე იბრძვის სელიმ შკიამა ფილმისთვის Portrait of a Lady on Fire. 

გასულ წელს ათობით ქალმა, მათ შორის ქეით ბლანშეტმა, კრისტენ სტიუარტმა და სელმა ჰაიეკმა წითელ ხალიჩაზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გააპროტესტეს. ქეით ბლანშეტმა თქვა, რომ პრესტიჟული "ოქროს პალმის რტო" 71 კაც და მხოლოდ 2 ქალ რეჟისორს გადაეცა 

SORRY, WE MISSED YOU

კენ ლოუჩს ოქროს პალმის რტის ჰედ თრიკის შესასრულებლად კანში ბრუნდება კიდევ ერთი ფილმით, რომელიც ბრიტანეთის მხარდაჭერით არის გადაღებული - Sorry, we missed you, სცენარის ავტორი პოლ ლავერტია

82 წლის ბრიტანელ რეჟისორს ოქროს პალმის რტო წარსულში ორჯერ აქვს მიღებული - 2006 წელს ფილმისთვის, რომელიც ირლანდიის ომს ეხება -  The Wind That Shakes the Barley (ქარი, რომელიც ქერს არხევს). 10 წლის შემდეგ კი მან კვლავ გაიმარჯვა კანის კინოფესტივალზე ფილმით - მე, დენიელ ბლეიკი 

ამ ფილმმა დებატები და განხილვა გამოიწვია. ლოუჩი იმედოვნებს, რომ მის წლევანდელ ფილმსაც ასეთივე რეაქცია მოჰყვება და მაყურებელი მას პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსში განიხილავს. Sorry, we missed you მიტანის სერვისის მძღოლის და მისი მზრუნველი ცოლის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ოჯახის გადარჩენას ცდილობენ. 

ფესტივალზე ბრუნება ლოუჩის ამერიკელი კოლეგა, 75 წლის ტერენს მალიკი ისტორიული დრამით A Hidden Life (დამალული ცხოვრება), რომელიც ფრანზ ჯეგერშტატერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ავსტრიელ კეთილსინდისიერ მმართველზე, რომელიც უარს ამბობს, იბრძოლოს ფაშისტების მხარეს მეორე მსოფლიო ომში. 

მალიკმა ოქროს პალმის რტო 2011 წელს მიიღო "სიცოცხლის ხისთვის", ექსპერიმენტული ფილმისთვის, რომელშიც როლებს ბრედ პიტი, შონ პენი და ჯესიკა ჩესტინი ასრულებენ. ისინი არსებობის საფუძვლებსა და სიცოცხლის აზრზე მსჯელობენ. 

კანს ავტორები უყვარს, ამიტომ მალიკთან და ლოუჩთან ერთად, პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი, "ტკივილი და დიდება", რომელშიც ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუზი მონაწილეობენ, ასევე მნიშვნელოვან როლს იკავებს ამ ფესტივალის პროგრამაში. 

ATLANTICS

რეჟისორმა მატი დიოპმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ის პირველი აფრიკული წარმოშობის ქალია, რომელიც სადებიუტო ფილმით კანის ფესტივალზე მონაწილეობს.

ფილმი სენეგალის ქალაქ დაკარში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზეა. მისი შეყვარებულიც გემით გაუჩინარდება, რათა ევროპაში უკეთესი შესაძლებლობებით იცხოვროს. 

ROCKETMAN

Rocketman-ი​​ ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმია და მუსიკოსის შესახებ გვიყვება.

ელტონის როლში ტარონ ეგერტონია, ფილმის რეჟისორი კი - დექსტერ ფლეტჩერი.

ბრაიენ სინგერის გათავისუფლების შემდეგ,ბოჰემური რაფსოდია ფლეტჩერმა დაასრულა, რაც გვაიმედებს, რომ ეს ფილმიც ისეთივე ამაღელვებელი და განსაკუთრებული იქნება.

Diego Maradona / დიეგო მარადონა

ქარიზმატული და ხიფათიანი ადამიანის, დიეგო არმანდო მარადონას ფილმს დიდ ეკრანზე კვირას აჩვენებენ. 

მისი რეჟისორი ასიფ კაპადიაა. მან 2016 წელს ოსკარი სოლო მომღერალ ემი ვაინჰაუზე გადაღებული ფილმით მიიღო.

მისივე შექმნილია ბრაზილიელი მოტო-მრბოლელი ჩემპიონის, აირონ სენას 2011 წლის ფილმი. 

ახლა, დიეგო მარადონა მოგვიყვება მის ისტორიას, როგორ იყო "მსოფლიოს ფეხბურთის ყველაზე ცნობილი გენიოსი და ევროპის ყველაზე დისფუნქციური ქალაქი (ნაპოლი) საუკეთესო წყვილი." 

პარაზიტი / Parasite

სამხრეთ კორეელ რეჟისორ ბონგ ჯუნ ჰოს ნაწილობრივ კანის და ნეტფლიქსის დაპირისპირებაში ადანაშაულებდნენ. 

Netflix-ი უკვე მეორე წელია ფესტივალში აღარ მონაწილეობს, მიზეზი კი მისი შეცვლილი წესებია, რომლის მიხედვითაც, ფესტივალზე წარდგენილი ფილმების საფრანგეთის კინოთეატრში ჩვენება სავალდებულოა. საფრანგეთის შიდა რეგულაციების მიხედვით კი, კინოთეატრში გაშვების შემდეგ ფილმის სატელევიზიო ეთერში დისტრიბუცია 3 წლით იკრძალება. 

ნეტფლიქსი კანის კინოფესტივალზე პირველად ამ ფილმით წარსდა, მაშინ საფრანგეთის კინოთეატრის მფლობელებმა ფესტივალზე ამ ფილმების ჩვენება გააპროტესტეს. 

თუმცა ჯუნ ჰოს ახალი კორეულენოვანი ტრაგიკომედია პარაზიტი კანის ნომინანტია და ის კლასის და ოჯახის ცნებებს იკვლევს. 

ერთხელ ჰოლივუდში / Once Upon a Time In Hollywood

საბოლოოდ, უახლესი და განსაცვიფრებელი სიურპრიზი კანის ისტორიაში - კვენტინ ტარანტინოს ფილმი, სადაც ლეონარდო დიკაპრიოს, მარგო რობის და ბრეტ პიტს ვიხილავთ. 

ის 1969 წელს მენსონის მკვლელობების შესახებაა. ბრედ პიტის პერსონაჟი დიკაპრიოს დუბლიორის როლს ითამაშებს, მარგო კი მოკლულ მსახიობ შერონ ტეიტს.

ფილმის პრემიერა 21 მაისს იქნება და ზუსტად 25 წელი გავა, რაც 1994 წელს მაკულატურამ ოქროს პალმის რტო მოიგო.

TOO OLD TO DIE YOUNG

კანის ფესტივალსა და ნეტფლიქსს შორის მიმდინარე დავის გამო ფესტივალზე უკვე მეორე წელია, ნეტფლიქსის ფილმებს არ აჩვენებენ. ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ თქვა: ჩვენ არ ვართ მზად, მივიღოთ ფილმები, რომლებიც კინოთეატრით არ გავრცელდება". 

ფრემომ თქვა, რომ მას ამ მიდგომაში სტივენ სპილბერგის მხარდაჭერა აქვს. 

კანის ამ პრინციპული მიდგომის გამო გასულ წელს მათ ვერ აჩვენე ოსკარზე გამარჯვებული რომა და სხვა ფილმები, მაგრამ წესები წესებია. 

მიუხედავად ამისა, ნიკოლას უინდინგ რეფნის ახალი Amazon TV-ის სერია, Too Old To Die Young (ჰოლივუდის ჩრდილოეთი და ჯოჯოხეთის დასავლეთი) კონკურსგარეშე პროგრამით იქნება ნაჩვენები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები