17 მაისი

სიძულვილის ჯგუფები და მმკ-ის მღვდლები 17 მაისს მსვლელობას გამართავენ

0 კომენტარი

სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლები 17 მაისს მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ მათ მიმართვა გაავრცელეს.

"17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. მოგეხსენებათ, რომ ქრისტანული ოჯახი მცირე ეკლესიაა, სწორედ ამიტომ, დემონურმა ძალებმა განსაკუთრებული ბრძოლა გამოაცხადეს ოჯახის ინსტიტუტს სხვადასხვა მეთოდით და საშუალებით, თუნდაც იმით, რომ ოჯახის იმიტაციას ახდენენ სოდომური ცოდვის შერწყმით და ასე განზოგადებით ოჯახისა, რაც არის უმძიმესი ცოდვა, დანაშაული ღვთის, ადამიანის, ზნეობის, ოჯახის ინსტიტუტის წინაშე.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით დადგინდა სწორედ ოჯახის სიწმინდის დღე და განისაზღვრა მისი თარიღი 17 მაისი, ჩვენ ვაწყობთ მსვლელობას, პარასკევს, 17 მაისს, 10 საათიდან ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე სამღვდელოება, მრევლი, საზოგადოება, აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და შემდეგ მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

ოჯახის სიწმინდის დღედ ის საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

წელს სამების ეზოში ე.წ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ალილო, ერისიონი, მძლევარი და სუხიშვილები. ორგანიზაცია დავითიანნის წარმომადგენლის, კოტე სვანიძის თქმით, რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. 

ლგბტქი თემი კი, 17 მაისს რაიმე ღონისძიების გამართვას არ გეგმავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები