Game of thrones

GOT - არია სტარკის სიაში ერთადერთი ადამიანი დარჩა, რომელსაც სავარაუდოდ, ვერ მოკლავს

HBO

HBO-ს საკულტო სერიალში Game of Thrones, ერთერთი მთავარი პერსონაჟი არია სტარკი პირველივე სეზონიდან სიას აწარმოებს, სადაც ის ადამიანები ჰყავს ჩამოთვლილი, რომლებმაც მას, მის ოჯახს ან/და მეგობრებს ზიანი მიაყენეს. არია სტარკს მათი მოკვლა სურს. 

მისი სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 

სერსეი ლანისტერი
ილინ პეინი
გრიგორ კლიგეინი (მთა)
მელისანდრე
ბერიკ დონდარიონი
თოროსი
ჯოფრი ბარეთონი
უოლდერ ფრეი
მერინ ტრანტი
სანდორ კლიგეინი (ქოფაკი)

სერსეი ლანისტერი მე-8 სეზონის მე-5 სერიაში მოკვდა, თუმცა არა არიას ხელით, მიუხედავად იმისა, რომ მეფის სავანეში უმცროსი სტარკი სწორედ დედოფლის მოსაკლავად წავიდა. გრიგორ კლიგეინი და სანდორ კლიგეინი ამავე სერიაში ორთაბრძოლაში დაიღუპა. ჯოფრი ბარათეონი დიდი ხანია მკვდარია, ასევე ბერიკ დონდარიონიც, თოროსიც და მელისანდრეც. 

თავისი სიიდან არია სტარკმა მხოლოდ ორი პერსონაჟის, უოლდერ ფრეისა და მერინ ტრანტის, მოკვლა მოახერხა. 

ერთადერთი ცოცხალი პერსონაჟი, ვინც მის სიაში დარჩა, ილინ პეინია. გახსოვთ ილინ პეინი? ეს ჯალათია, რომელსაც ენა არ აქვს. სწორედ მან მოიყვანა სისრულეში არიას მამის, ნედ სტარკის, სიკვდილით დასჯა. თუმცა, ეს პერსონაჟი წლებია, ეკრანებზე აღარ გამოჩენილა. ამას თავისი, არავესტეროსის სამყაროსეული მიზეზი აქვს.

 



მას შემდეგ, რაც სატელევიზიო შოუს პირველ რამდენიმე სეზონში გამოჩნდა, მსახიობს, რომელიც ილინ პეინის როლს ასრულებდა, უილკო ჯონსონს პანკრეასის კიბო აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გამწვავდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მას რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, ჯონსონმა გამოჯანმრთელება და მუსიკალურ კარიერაში დაბრუნება მოახერხა. 

აქედან გამომდინარე, ის დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა Game of Thrones-ში და უცნაური იქნება, თუკი ის მოულოდნელად გამოჩნდება, მხოლოდ იმის გამო, რომ არიამ მოკლას და თავისი სია სრულყოფილებაში მოიყვანოს. 

ამასთან, ის ფინალური სერიის ტრეილერშიც არ ჩანს. 

კომენტარები