მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, ისინი ასევე ითხოვენ მოგვარდეს ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემა. ადრე მადანი რკინიგზით გადაჰქონდათ, ახლა კი მანქანებით პირდაპირ ქალაქის ცენტრის გავლით. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

"სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება აქ დგომას ვაპირებთ. ყველა მაღაროს მუშები შემოგვიერთდებიან. აქ ვდგავართ მშრომელი ხალხი, არავინ იფიქროს რომ პოლიტიკასთან რამე კავშირშია. არ გვაინტერესებს არც პოზიცია არც ოპოზიცია გვაინტერესებს ჩვენი უფლებების დაცვა და ვითხოვთ იმას რაც გვეკუთვნის. ადამიანებად გვინდა რომ ვიგრძნოთ თავი. სათანადო ყურადღება უნდა გევქცეოდეს. ვაპროტესტებთ იმასაც რომ ქალაქში გადაადგილდება მძიმეწონიანი მანქანები, დაბინძურებულია ქალაქი, ეკოლოგიური კატასტროფა არის, ბავშვები გვეწამლებიან. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ბავშვები გაიზარდნონ სუფთა გარემოში," - ამბობენ გაფიცული მაღაროელები. 

ტაბულა დაუკავშირდა "ჯორჯიან მანგანეზს", კომპანიაში ამბობენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ. ტაბულა განცხადებას გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები