საქართველოში 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:08 საათზე წალკასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.