ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

ტაივანი

დღეს, ტაივანის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახადა.

2017 წელს ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ლეგალური უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ორი წელი მიეცა ცვლილებების მიღებისთვის.

დეპუტატები სამ სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავდნენ - მათგან ყველაზე პროგრესული მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი იყო, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო. დანარჩენ ორ კანონპროექტში, რომელიც კონსერვატორი დეპუტატების მიერ იყო მომზადებული, საუბარი ნაკლებად იყო ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე.

პარლამენტის გადაწყვეტილებამდე ტაივანის პრეზიდენტმა, ტვიტერზე დაწერა, რომ მათ “შანსი აქვთ ისტორიის შექმნის”.

”დილა მშვიდობისა. დღეს გვაქვს შანსი შევქმნათ ისტორია და ვაჩვენოთ სამყაროს, რომ პროგრესულ ღირებულებებს შეუძლიათ მოიკიდონ ფეხი აღმოსავლეთ აზიის საზოგადოებაში. დღეს, შეგვიძლია ვანახოთ სამყაროს რომ სიყვარული იმარჯვებს”, - წერს ტაივანის პრეზიდენტი.

ტაივანი გახდა პირველი ქვეყანა აზიაში, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები