არქიტექტურა

ლუვრის პირამიდის არქიტექტორი, ი. მ. პეი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა [გალერეა]

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ჩინელი არქიტექტორი იუჰ მინ პეი, ცნობილი ინიციალებით ი.მ. პეი, რომელსაც მსოფლიოს გარშემო არაერთი ცნობილი ნაგებობა აქვს აშენებული, მათ შორის პარიზის ლუვრის მუზეუმის პირამიდა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პეი მუშაობას ასაკში შესვლის შემდეგაც აგრძელებდა. 80 წელს გადაცილებულმა პეიმ შექმნა კიდევ ერთი ცნობილი შენობა - ისლამური ხელოვნების მუზეუმი დოჰაში.

პეი ჩინეთში 1917 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში ის აშშ-ში სასწავლებლად წავიდა და ისწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ჰარვარდში. მან არქიტექტორობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და საკუთარი ფირმა 1955 წელს დააარსა. მან არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის 1983 წლის პრიცკერის პრემია. მან ჯილდო ჩინელი სტუდენტებისთვის არქიტექტურის სასწავლად ფონდის დასაარსებლად გამოიყენა.

მის სტილს აღწერენ, როგორც მოდერნიზმს კუბიზმის თემატიკით. პეიზე გავლენა მოახდინა ისლამურმა არქიტექტურამაც. სამშენებლო მასალად ის ხშირად იყენებდა შუშასა და მეტალის კონსტრუქციებს.

"მე მჯერა, რომ არიქტექტურა პრაგმატული ხელოვნებაა. იმისათვის, რომ ხელოვნებად იქცეს, ის უნდა იყოს დაფუძნებული აუცილებლობაზე." ამბობდა პეი.

ნახეთ მის მიერ შექმნილი ცნობილი და გამორჩეული შენობები.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები