მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

შეთანხმება ვერ შედგა - ჭიათურაში 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეცში" მომუშავე მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. 

15-მა მაღაროელმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს. 

მაღაროელებმა "ჭიათურა მანგანეცის" ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს, მათ შორის ხელფასის 50%-ით გაზრდა, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა და მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს. 

"შეთანხმება არ შედგა, დიალოგის რეჟიმი თვალში ნაცრის შეყრით წარიმართა. არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. დაიწყეს რაღაც გადაიარაღებაზე ლაპარაკი. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ერთი ტონა სუფთა მანგანეცის ღირებულება რამდენიმე ათასია. აქ გვეუბნებიან 6 დოლარს. დღეს ველოდებოდით კონკრეტულ პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე, რომ 100%-ით შესრულდებოდა ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ერთი პროცენტითაც კი. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ აქციას,"- ამბობს აქციის მონაწილე გელა მეზღელიძე. 

"ჯორჯიან მანგანეცის" გენერალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ კომპანიას დღეს ხელფასების მაქსიმუმ 10-15%-ით გაზრდა შეუძლია. 

"ხელფასს რაც შეეხება, ჩვენ გამოვედით არა იმ რეალობიდან, უფრო სწორად, არარეალობიდან, რაც დღეს კომპანიას შეუძლია - 10-15%-ის მატება. თუ არ მისცეს კომპანიას მუშაობის უფლება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მოპოვების საშუალებას და სახელმწიფომ უნდა მისცეს ეს ნებართვები, სხვადასხვა ადგილი, ჩვენ განცხადებები გვაქვს გაკეთებული, ჩვენ ამაზე მეტი მატების საშუალება... ესეც არ გვაქვს. უკვე ზარალი გვაქვს,"- ამბობს ჩიქოვანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები