Game of thrones

მილიონამდე ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომ GOT-ის მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ

HBO

975 000-მა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ Game of Thrones-ის მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ.

პეტიცია "დაწერონ Game of Thrones-ის მერვე სეზონი კომპეტენტურმა სცენარისტებმა".სერიალის ფანებმა 15 მაისს შეადგინეს

"ეს სერიალი იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც მნიშვნელობა ექნება”, - წერია აღწერაში.

პეტიცია სერიალის ფანებმა მერვე სეზონის მეხუთე სერიის "The Bells"-ის გამოსვლის შემდეგ შეადგინეს. სერიაში დენერის ტარგარიენმა მეფის სავანე თითქმის მთლიანად გადაწვა - ბრძოლას ლანისტერების არმია და დედოფალი, სერსეი ლანისტერი შეეწირნენ.

Game of Thrones-ის შემდეგი და უკანასკნელი სერია ხვალ, 19 მაისს გამოვა. მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

კომენტარები