არჩევნები 2019

ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ხულოსა და ჭიათურაში დღეს მერებს აირჩევენ

ტაბულა

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატები

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია - სანდრა ელისაბედ რულოვსი;
  • ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო - გიორგი შენგელია;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - შავლეგი თოდუა; 

ასევე, ზუგდიდის მერობა სურთ - “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა;  “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; ედპ - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.

მარნეულის მერობის კანდიდატები

  • ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის - აკმამედ იმამკულიევი;
  • ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო - ზაურ დარგალი;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია - აგილ მუსტაფაევი;

ასევე, მერობის კანდიდატები არიან - ბექა სვანიძე (ქდმ), ნინო ჯურხაძე (თავისუფალი საქართველო), ლეილა ხარაიშვილი (საქართველო), ირენა სტურუა (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), ელენე გაბინაშვილი (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის), ლისა სიხარულიძე (ახალი ქრისტიან‐დემოკრატები), ნინიკო ჩხეტია (პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო), მალხაზ გორგასლიძე (თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა), ელისო ქართველიშვილი (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა), ჯანო ჟვანია (ედპ), ილია პატარაია (ქრისტიან‐კონსერვატორები) და ალი ბადიროვი (საინიციატივო ჯგუფი).

ზესტაფონის მერობის კანდიდატები

  • გიორგი გოგლიჩიძე - ქართული ოცნება;
  • ბაქარ ხიჯაკაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია)
  • ანზორ ნებიერიძე (პატრიოტთა ალიანსი)

ასევე, მერობის კანდიდატები არიან დავითი თხელიძე (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის), კახაბერ კიკნაველიძე (ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა), გიორგი წულაია (თავისუფალი საქართველო), ზვიად ბოლოკაძე (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), გელა სულაქველიძე (“ახალი ქრისტიან‐დემოკრატები), ; “ინგა კელენჯერიძე (მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის), კახაბერი მაჩიტიძე (პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო), მანუჩარ სართანია (თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა), ნინა გოცაძე (“საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა), პაატა ბაკურაძე (ედპ), რევაზ სხულუხია (ქრისტიან‐კონსერვატორები), ვახტანგი რობაქიძე (საინიციატივო ჯგუფი) და კახაბერ ზარნაძე (საინიციატივო ჯგუფი).

ხულოს მერობის კანდიდატები

  • ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე;

ასევე, ხულოს მერობა სურთ - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ვახტანგ ბერიძე; ქდმ  - იოსებ თავართქილაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; ედპ - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე და საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.

ჭიათურის მერობის კანდიდატები

  • ქართული ოცნება - გივი მოდებაძე;
  • საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე (მხარს უჭერს სამი ოპოზიციური პარტია - ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები და შენების მოძრაობა).

ასევე, ჭიათურის მერობის კანდიდატები არიან - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ირაკლი დემეტრაძე; ქდმ - თეიმურაზ სამხარაძე; თავისუფალი საქართველო - ტატო ურუშაძე; მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის - გიორგი ხაჭაპურიძე; ახალი ქრისტიან‐დემოკრატები - მზია სამხარაძე; პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო - ანდრო მაღლაკელიძე; თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა - ზიტა ადამია; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - ირინა ცერცვაძე; ედპ - ალექსანდრე კეზევაძე; ქრისტიან‐კონსერვატორები - მანანა გოგიჩაძე და საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე.

მერების რიგგარეშე არჩევნების გარდა, 19 მაისს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება.

კომენტარები