არჩევნები 2019

კაცს ჯიხაშკარში უბნებთან ფოტოებიანი სიები აქვს და ამბობს, რომ "დისერტაციას იცავს"

ტაბულა

ზუგდიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან კაცი დოკუმენტაციით დგას და ამბობს, რომ "თავის საქმეს აკეთებს". კითხვაზე, რატომ არის ფოტოებიანი სიებით საარჩევნო უბანთან, ის ამბობს, რომ "დისერტაციას იცავს".

ტაბულას კითხვაზე, ვის წარმოადგენს, გიორგი კალანდია ამბობს, რომ "ჩემთვის მაინტერესებს, რამდენი ხალხი მოვა, არაფერი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ". მისი თქმითვე, ყველა უბანს აკვირდება.

დღეს ხუთი მუნიციპალიტეტი მერებს აირჩევს, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება.

კომენტარები